ამერიკელია მებრძოლი შონ ო’ მალი გულშემატკივრებს მარცხის გამო ბოდიშს უხდის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
“პირობა ვერ შევასრულე, ბოდიშს ვიხდი. მიყვარხართ”, – დაწერა ო’მალიმ „ტვიტერზე“.
UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.