LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შონ პენი და შარლიზ ტერონი კვლავ ერთად არიან

244

შარლიზ ტერონი და შონ პენი კვლავ ერთად არიან, ინფორმაციას დასავლური ტაბლოიდები ავრცელებენ.
40 წლის ტერონი და 55 წლის პენი 2015 წლის ზაფხულში დაშორდნენ, დაგეგმილ ქორწილამდე სულ ცოტა ხნით ადრე. ჟურნალისტების ინფორმაციით, პენმა ტერონს დაარტყა, რისი პატიებაც შარლიზმა ვერ შეძლო.

მსახიობებთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ მათ ურთიერთობა განაახლეს, თუმცა ამას საგულდაგულოდ მალავენ.

„მათი ახალი ურთიერთობა ჯერ მხოლოდდამხოლოდ სექსით შემოიფარგლება. ორივემ იცის, რომ ურთიერთობას მომავალი არ აქვს, ამიტომ რომანს საიდუმლოდ ტოვებენ. უბრალოდ წყვილი ახლა თავს კომფორტულად გრძნობს,“ – წერს OK! Magazine წყაროზე დაყრდნობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g