შონ პენი და მადონა ერთმანეთს 1989 წელს დაშორდნენ, თუმცა როგორც ჩანს, მსახიობს მომღერლის მიმართ ნაზი გრძნობები ამ დრომდე შერჩა. ამის შესახებ პენმა თავად განაცხადა. სტივენ კოლბერტის შოუში მისულ ვარსკვლავს წამყვანმა შემდეგი კითხვა დაუსვა: მადონა თუ პრიტნი სპირსი? – „ძალიან მიყვარს ჩემი პირველი ცოლი“, – უპასუხა პენმა.
შეგახსენებთ, რომ წყვილმა 1985 წელს იქორწინა.
2016 წელს, მადონამ ასევე სახალხოდ აღიარა, რომ ყოფილი მეუღლე ისევ უყვარს და მზად არის მას ცოლად ისევ გაყვეს, თუ ეს უკანასკნელი მის საქველმოქმედო ფონდში 150 ათას დოლარს გადარიცხავს. იმავე წელს, მადონამ პენს სიყვარული სახალხოდ კიდევ ერთხელ აუხსნა: „შონ, პირველი დანახვის მერე მიყვარხარ, უბრალოდ არ მინდა, რომ ამდენ სიგარეტს ეწეოდე“, – წარმოთქვა მან გალა-საღამოზე.