შარლიზ ტერონთან დაშორების შემდეგ, შონ პენი პირველად დაინახეს სხვა ქალის გარემოცვაში და ეს პენის დიდი ხნის მეგობარი, 35 წლის მინკა კელია. რამდენიმე დღის წინ წყვილი ერთად სტუმრობდა Parker Institute for Cancer Immunotherapy-ს გახსნის საღამოს, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცდილობდნენ, პაპარაცებს თვალში არ მოხვედროდნენ, ამ უკანასკნელებს შონისა და მინკას დაფიქსირება არ გასჭირვებიათ.
შეგახსენებთ, რომ პენი და ტერონი ერთმანეთს გასული წლის ზაფხულში დაშორდნენ, რაც შეეხება მინკას, ის თავის ბოიფრენდს – კრის ევანსს რამდენჯერმე დაშორდა და შეურიგდა, თუმცა ამჯამად ისინი ერთად არ არიან.