”ლუტეცია” მომხმარებლებს ”შოპინგის ღამეს” უმზადებს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ”ლუტეციას” მარკეტინგის მენეჯერმა, მარიამ რობიტაშვილმა აღნიშნა, 29 ივნისს მაღაზიათა ქსელში სპეციალურად პარფიუმერიის, კოსმეტიკური და კანის მოვლის საშუალებების მოყვარულთათვის, ”ლუტეციას” თბილისის ყველა ფილიალში, დილიდან ღამის 12 საათამდე მოეწყობა SHOPPING NIGHT – ანუ ”შოპინგის ღამე”.
რობიტაშვილის ინფორმაციით, ”შოპინგის ღამე” ზამთარის პერიოდში უკვე ჩატარდა და ის პირველი პრეცედენტი იყო, რომელიც ”ლუტეციამ” პარფიუმერულ სფეროში დაამკვიდრა. 29 ივნისს კი, ”ლუტეციას” ქსელში მომხმარებელს 20 დან -50%-მდე ფასდაკლება დახვდება სხვადასხვა ბრენდებზე.
”ამ შეთავაზებამ დიდი მოწონება დაიმსახურა და ძალიან ბევრი წერილი მივიღეთ. გავითვალისწინეთ ჩვენი მომხმარებლის თხოვნები და გადავწყვიტეთ , ისევ შეგვეთავაზებინა მათთვის მსგავსი აქცია. ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანია, მომხმარებელი მომზადებული შეხვდეს ზაფხულს, შეიძინოს სუნამოები, კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც შეიძლება დასჭირდეს ამ პერიოდისთვის”,- განაცხადა რობიტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აქცია ”შოპინგის ღამე” მხოლოდ ერთი დღე, 29 ივნისს „ლუტეციას“ თბილისის ყველ ფილიალში იმოქმედებს.