შორენა ბეგაშვილის ერთადერთი ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე, რომელიც ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას თავისი გარეგნობითა და ინდივიდუალური სტილით, კვლავ იმსახურებს გამომწერების მოწონებას.
ევამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ახალი ფოტოები, რომლებიც მის საცხოვრებელ სახლშია გადაღებული. კადრებიდან ჩანს, რომ ევა მყუდრო და გემოვნებიან გარემოში იმყოფება – ფოტოების ფონად ულამაზესი, გამწვანებული ეზოა.
გამომწერებმა ევას ფოტოები უამრავი დადებითი კომენტარით შეაფასეს.
გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ ევა დედის ასლია.




