რამდენიმე დღის წინ იტალიაში, კომოს ტბის სანაპიროზე გამართული ზღაპრული ქორწილის შემდეგ, შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში ახალ კადრებს აქვეყნებს.
ამჯერად მან გამომწერებს მეუღლისგან მიღებული საქორწინო საჩუქარი აჩვენა. შორენამ Instagram Stories-ში ცნობილი საიუველირო სახლის Tiffany & Co.-ს ყელსაბამის ფოტო გამოაქვეყნა.
შორენას ქორწილი კომოს ტბაზე ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი საერო მოვლენა იყო. სოციალურ ქსელში გავრცელებულმა კადრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია, ხოლო მსახიობს უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილი დაუტოვეს.
