შორენა ბეგაშვილი გვაჩვენებს „ვალენტინოს“ ორეულს, რომელსაც მისი თქმით, ყვავილები ძვრება და სულ მისაკერებელია…
„ეს ულამაზესი ქვედაბოლო გახსოვთ? თავისი ტოპიც აქვს. „ვალენტინოს“ ულამაზესი ორეულია. ძლივს ვიპოვე ერთი ცალი მილანში. შარშან სასწრაფოდ ჩავედი, ვიყიდე, რომ ჩამეცვა დაბადების დღეზე. ძალიან ლამაზია. ხელით აქვს გაკეთებული ყვავილები. დაბადების დღემდე ნახევარი საათით ადრე აღმოვაჩინე, რომ ყვავილები ძვრება. ნიცაში ვიხდიდი დაბადების დღეს. დავრბოდით ნემსით და ძაფით და დავაკერეთ. დღეს მინდა ჩავიცვა და ისევ? რა არის ეს? ყველა ყვავილი უნდა მიმეკერებინა?“
აღსანიშნავია, რომ „ვალენტინოს“ მხოლოდ ქვედაბოლოს ფასი 6900 დოლარია. ამჟამად ის საიტზე 40%-იანი ფასდაკლებით 4140 დოლარია.
