LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შორს არაა დრო, როდესაც შესაძლებელი იქნება, გაჩნდეს ბანკები, რომელსაც  ფილიალიც კი არ ექნება და მხოლოდ ციფრულ ველში იქნება ოპერირება შესაძლებელი “ – რას შეცვლის ღია ბანკინგი მომხმარებლებისა და ფინტექ კომპანიებისთვის / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

23
ღია ბანკინგი

საქართველოში ღია ბანკინგი უკვე წარმატებით მუშაობს, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, ერთი ბანკის მობილური აპლიკაციით აკონტროლოს თუნდაც სხვა ბანკში მქონე მისი ანგარიშები.

ამავდროულად ეროვნული ბანკი  ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის და დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ფინტექ ორგანიზაციების, ღია ბანკინგში მონაწილეობის შესაძლებლობის შექმნის მიზნით, ღია ბანკინგში ჩართვის წესის სამუშაო ვერსიას აქვეყნებს.

რას შეცვლის ეს მომხმარებლებისთვის და რა შესაძლებლობას აძლევს ღია ბანკინგში ჩართვა ფინტექ კომპანიებს.

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად დავით კიკვიძე, საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე საუბრობს.

– დავით, რომ ავხსნათ, ღია ბანკინგი ნიშნავს, ერთ სივრცეში გვქონდეს მთელი ფინანსური ინფორმაცია. რაც, რა  თქმა უნდა, ერთის მხრივ კომფორტულია მომხმარებლისთვის და მეორეს მხრივ საშუალებაა, სხვადასხვა  ე.წ. ფინტექ კომპანიებისთვის, რომ ჩაერთონ სქემაში და ამ შესაძლებლობით ისარგებლონ, რომ უფრო ადვილად მისწვდნენ ინფორმაციას.

რა ცვლილებებს გეგმავს ეროვნული ბანკი?

– ღია ბანკინგი არამარტო ინფორმაციას აწვდის მომხმარებლებს, არამედ ოპერაციების შესრულებასაც უზრუნველყოფს. მომხმარებელს ფაქტობრივად შესაძლებლობა ექნება, ერთი მარტივი აპლიკაციიდან დაინახოს ინფორმაცია, ანალიზი გააკეთოს და ოპერაციები შეასრულოს.

ღია ბანკინგი სრულიად განსხვავებულ ბიზნესმოდელებს ხსნის კომერციული ბანკებისთვის. მათ შესაძლებლობა ექნებათ,  სერვისები, რომელსაც ახლა საკუთარი არხებით აწარმოებენ,  გარეთ გაიტანონ, ანუ შექმნან ე.წ. IPA ტექნოლოგიების მეშვეობით კოდები შექმნან და ეს სერვისები გარეთ გაიტანონ, რომლაც პირველ რიგში ფინტექ კომპანიები გამოიყენებენ.

ფინტექ კომპანიები უფრო მოქნილები იქნებიან, როცა გაიზრდება სერვისებისა და კომპანიების არჩევანი.

რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ღია ბანკინგი სერვისების გაიაფებასაც შეუწყობს ხელს. რადგან ე.წ. ტრანზაქციული დანახარჯები, იქნება ნაკლები, სხვადასხვა მხარეების ჩართულობა იქნება ნაკლები.  სხვადასხვა ტიპის სერვისებში ცალ-ცალკე საკომისიოს გადახდა არ მოუწევს მომხმარებელს, მხოლოდ  ერთი პაკეტის შეძენისას მოუწევს საკომისიოს გადახდა და ა.შ.

ამ მიმართულებით ეროვნული ბანკის მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და ოფენ ბანკინგის ძირითადი ნაწილი დასასრულს უახლოვდება.

ამ კუთხით ეროვნულმა ბანკმა უკვე გამოაქვეყნა კომპანიებისთვის ჩართვის პრინციპები და შესაძლებლობები.

სხვადასხვა ბიზნეს კომპანიებმა სხვადასხვა ტიპის კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ.

ეს რა თქმა უნდა, მორგებულია იმაზე, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი და დაცული იყოს მომხმარებელთა ინტერესები და ინფორმაცია.

– მომხმარებლებს რომ ავუხსნათ, რა შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა გადახდების წარმოება.

დღეს საბანკო აპლიკაციაში არსებობს შესაძლებლობა, რომ გარკვეული გადასახადები გადაიხადო, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება,

ჩაერთონ სხვა კომპანიები და ბანკები თვითონ კი არ უზრუნველყოფენ ამას, არამედ გაიტანენ გარეთ და ფინტექ კომპანიებს დაავალებენ, შეიძლება ითქვას, დაუკვეთავენ ამ გადახდების შესრულებას.

მომხმარებელი რატომ იგრძნობს თავს უფრო კომფორტულად და დაცულად?

– ყველაზე მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მომხმარებელი, რომელიც ერთზე მეტი ბანკის მომსახურებით სარგებლობს, ყველაზე დიდი პრობლემა ის აქვს, რომ არ ხდება ამ ანგარიშებზე ინფორმაციის აგრეგაცია.

ვიცით, რომ ბანკები ყოველთვის სთავაზობენ თავის მომხმარებელს საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების გარკვეულ ვიზუალიზაციას. ინფოგრაფიკების გამოტანას მობაილბანკში, თუმცა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ერთი კონკრეტული ბანკის ჭრილშია და ღია ბანკინგის მეშვეობით შესაძლებელია, გაჩნდეს აპლიკაცია და სხვადასხვა ბანკების ინფორმაცია, ფაქტობრივად ერთ ფანჯარაში გააერთიანდეს და მომხმარებელს მიეწოდოს დაჯამებული სრულფასოვანი ინფორმაცია.

გარდა ამისა, ამ ინფორმაციის მიწოდებისას ერთი მარტივი აპლიკაციიდან შესაძლებელი იქნება, ნებისმიერი ბანკიდან ოპერაციის წარმოება ისე, რომ კონკრეტული ბანკის მობაილ აპლიკაციაში არც გადავიდეს მომხმარებელი.

ოპერაციებში იგულისხმება, როგორც სესხების, ასევე კომუნალურების გადახდა, ანგარიშებს შორის გადარიცხვა, საერთაშორისო გადარიცხვები და მათ შორის გზავნილის გაკეთება, უამრავი ახალი სერვისის შეთავაზებაა შესაძლებელი. ა.შ.

ანუ ღია ბანკინგი შესაძლებლობას იძლევა, რომ მომხმარებელსა მაქსიმალურად კომფორტული სერვისი შესთავაზოს ერთი ფანჯრის პრინციპით.

– ერთის მხრივ ესაა გამოწვევა უცხოური კომპანიებისთვის, მათ შესაძლებლობა ექნებათ, რომ კიდევ უფრო დახვეწონ და ახალი პროდუქტები შესთავაზონ მომხმარებელს.

– ალბათ ერთ-ერთი ყველაზ დიდი გამოწვევა ამ კუთხით არის ცნობადობის ამაღლება.

ჩვენ საზოგადოებაში პატარა კვლევა გვქონდა ჩატარებული ასოციაციის ფარგლებში და  საინტერესო ტრენდი აღმოვაჩინეთ, საზოგადოებამ ფინტექი შინაარსობრივად არ იცის რა არის.

თუმცა მომხმარებელი ყოველდღიურად აქტიურად სარგებლობს სხვადასხვა ფინტექ პროდუქტებით, მათ შორის მობაილ ბანკით და მათ შორის ელექტრონული საფულეებით.

მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ რეალურად სრული ბენეფიტების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია არ აქვთ.

ღია ასოციაცია აქტიურადაა ჩართული ამ მიმართულებით და ეროვნულმა ბანკმა დაიწყო რუბრიკა ერთ-ერთ გადაცემაში, რომ ბანკინგისა და ფინტექის შესახებ ფართო მასებისთვის დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა.

ამ სიახლის დანერგვა აქტიურად მიმდინარეობს და იმედს, ვიტოვებ, რომ ძალიან მალე დასრულდება.

– რამე ახალი რეგულაციების შემოღება თუ არის მოსალოდნელი ამასთან დაკავშირებით? ფაქტია, რომ რეალურად მომავალი არის ციფრული გადახდების და ციფრული ბანკების.

ამის შესახებაც მიდის მსჯელობა. ყველაფერი გადადის ციფრულ ველში. ნაკლებად გვიწევს ფილიალში მისვლა, გადახდებისთვის რიგში დგომა. ეს რა თქმა უნდა, ძალიან კომფორტულია და შესაბამისად ამას გარკვეული რეგულაციებიც უნდა დაეწიოს.

– რა თქმა უნდა, გარკვეული სარეგულაციო ეტაპი ამ ყველაფერს მოსდევს. პირველი, რაც ეროვნულმა ბანკმა უკვე პარლამენტში დაამტკიცა, ეს იყო კომუნიკაციის ღია სტანდარტი, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ტექნოლოგიური გზებით ერთმანეთთან კომუნიკაციის დამყარებას გაამარტივებს.

მოგეხსენებათ, რომ ღია პარკინგი არის წმინდა ტექნოლოგია.

ზუსტად ამ კომუნიკაციის ახალ სტანდარტებს აწესებს ეს რეგულაცია.

გარკვეული ცვლილებებიც შევიდა საგადასახდელო მომსახურების სისტემების შესახებ კანონში. (ანუ საშუამავლო კომპანიების სერვისის სარეგულაციო კანონში).

აღნიშნული  ცვლილება შედის ელექტრონული კომერციის შესახებ კანონმდებლობაში, რომელიც ევროკავშირთან შეთანხმებაში უნდა იქნეს მიღებული.  გამოიცა კიდევ ერთი, დამატებით დებულება.

შეიძლება ითქვას, პირი შექმნა ეროვნულმა ბანკმა,  რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რომ საბანკო ინფორმაციასთან წვდომა იქონიონ კლიენტის თანხმობით და ინფორმაცია გადაამუშაონ.

ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ.

– დიდი მადლობა, ვფიქრობ, შორს არაა დრო, როდესაც შესაძლებელი იქნება, გაჩნდეს ბანკები, რომელსაც  ფილიალიც კი არ ექნება და მხოლოდ ციფრულ ველში იქნება ოპერირება შესაძლებელი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g