LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოთა ბერეკაშვილი: დისტრიბუციის ნაწილში თითქმის ყველგან არის გადახდის გაუარესება ბოლო სამი წლის მონაცემებით, ეს ნიშნავს, რომ ამ ფულს ქსელები მოიხმარენ სხვა მიმართულებით

196
შოთა ბერეკაშვილი

დისტრიბუციის ნაწილში თითქმის ყველგან არის გადახდის გაუარესება ბოლო სამი წლის მონაცემებით, ეს ნიშნავს, რომ ამ ფულს ქსელები მოიხმარენ სხვა მიმართულებით, – ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა სადისტრიბუციო კომპანია „ბიდი კომპანის“ წარმომადგენელთან, დიმიტრი მესხიშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

„დისტრიბუციის ნაწილში, თითქმის ყველგან, რასაც ვხედავ, არის გადახდის გაუარესება, ბოლო სამი წლის მონაცემებით, მე რაც ვნახე, თქვენივე აუდიტის ანგარიშებიდან, თუ იყო დაწყებული 60 დღიდან, შემდეგ გადავიდა 75 დღეზე, 90 დღეზე და ეს ნიშნავს, რომ თქვენს ფულს ქსელები მოიხმარენ სხვა მიმართულებით, – მიმართა ბერეკაშვილმა მესხიშვილს.

ამასთან, როგორც ბერეკაშვილმა განმარტა, გადახდის პირობების გაუარესება ნიშნავს ქსელისთვის ახალი, თავისუფალი სახსრების გაჩენას, რომლის საშუალებითაც, მას აქვს ექსპანსიის, ახალი მაღაზიის გახსნის და სხვა აქტივობების განხორციელების შესაძლებლობა.

„ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, როდესაც ქსელს ბრუნვა აქვს თვეში 100 მილიონი და გადახდის ვადას გადასწევს ერთი დღით, ეს იმას ნიშნავს, რომ სამი მილიონი ლარის თავისუფალ საბრუნავ კაპიტალს ათავისუფლებს და თუ გადასწევს ათი დღით, ეს არის 30 მილიონი. გადახდის პირობების გაუარესება ნიშნავს ქსელისთვის ახალი, თავისუფალი სახსრების გაჩენას, რომლის საშუალებითაც, ისინი ალბათ ახორციელებენ ექსპანსიას, ახალი მაღაზიის გახსნას და ა.შ. მოვა დრო და ამაზეც ვისაუბრებთ“, – აღნიშნა ბერეკაშვილმა.

შოთა ბერეკაშვილი: ფასწარმოქმნის ჯაჭვის ზემოთ მდგომი წერტილი უფრო პრივილეგირებულია, ეს ასიმეტრიული ურთიერთობა თავის მხრივ იწვევს ინფლაციურ წნეხს, რაც საბოლოო ჯამში, ერთეულის ფასში აისახება და მომხმარებელი იხდის

კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ გადახდის პირობები ბოლო სამი წლის მანძილზე გაუარესდა, „ბიდი კომპანის“ წარმომადგენელმა, დიმიტრი მესხიშვილმა განაცხადა: „რა თქმა უნდა. აბსოლუტურად გეთანხმებით, გადახდის პირობები წლიდან წლამდე უარესდებოდა“.

ნინო წილოსანი: „დღგ ის გადასახადი არაა, რომელიც სადღაც არის დარეზერვებული, ის ისევ მოქალაქეებთან მიდის, ამით საყოველთაო ჯანდაცვა, სკოლები, ბაღები და ინფრასტრუქტურა ფინანსდება“

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომა იქნება, რომ ადგილობრივ წარმოებას მოვეხმაროთ, გავხადოთ კონკურენტუნარიანი და იმაზე ძლიერი, ვიდრე იმპორტული პროდუქციაა. დარწმუნებული ვართ, ჯამში მივიღებთ სერიოზულ კორექციას ფასების კლების მიმართულებით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g