LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოთა დიღმელაშვილი: „საპენსიო ფონდის მალფუჭებად საიტზე განგებ ატყუებენ ხალხს…“

shota-digmelashvili

შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში საპენსიო ფონდთან დაკავშირებით გამოთქვამს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ის თანხა, რომელსაც სახელმწიფო ახლა აჭრის მოქალაქეებს, წლების შემდეგ,მ ინფლაციის კვალდაკვალ, არასაკმარისი იქნება.

გთავაზობთ მის პოსტს:

„კომენტარებში მიმოვაბნიე და ბარემ აქაც დავწერ. მოგეხსენებათ, საპენსიო ფონდის 90-იანებში ჩარჩენილ და მალფუჭებად საიტზე აქვთ კალკულატორი, რომელიც გითვლის, რამდენ ლარს აიღებ, როცა პენსიაზე გახვალ.

ამ კალკულატორით ხალხს მასობრივად ატყუებენ, რადგან ნომინალურ გამოსახულებებში აჩვენებენ რიცხვებს, ანუ განგებ არ ითვალისწინებენ, რა მსყიდველუნარიანობა ექნება ლარს მომავალში.

სიმართლე კი ისაა, რომ თუ წლიურად 3.5%-იანი ინფლაციით ვიარეთ, რაც საკმაოდ ოპტიმისტური პერსპექტივაა, 40 წელიწადში 1000 ლარი იქნება დღევანდელი 260 ლარი ხურდებით. იმაზეა მთელი ეს ბაზარი, რომ დღეს არსებულ საბაზისო პენსიას, 200 ლარს, 40 წელიწადში 60 ლარი წაემატოს. და ეს 1000 ლარიც იმ შემთხვევაში გექნებათ, თუ დღეს პად 2300 გამოიმუშავებთ. სხვა შემთხვევაში დღევანდელ პენსიონერებზე ნაკლები გერგებათ.

და ეს ყველაფერი, რაღა თქმა უნდა, იმ ოპტიმისტურ შემთხვევაში, თუ საპენსიო ფონდის ქართველი მესვეურები ისეთი მაგარი ინვესტორები აღმოჩნდებიან, რომ წელიწადში 5%-იანი უკუგება დაგიდონ კაპიტალზე.

სორი“.

შოთა დიღმელაშვილმა მანამდე bloomberg.com-ის მერ გამოქვეყნებული ინფორმაცია გააზიარა და აღნიშნა:

„მსოფლიოს უდიდესმა, იაპონიის სახელმწიფო საპენსიო ფონდმა გასული წლის ბოლო 3 თვეში 136 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა, მაგრამ ჩემი რწმენა ქართველი საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობასა თუ კომპეტენციაში ეჭვების საბაბს არ მაძლევს. მუცელში სამართებელს ითხრიან, უკეთუ გადასახადელის გადამხდელთა ფულს უდიერად მოეპყრან, განსხვავებით ფუქსავატი იაპონელებისგან!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g