LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოთა ხაბარელი : კორცხელში სპორტსმენების მობილიზებას ადგილი არ ჰქონია

94

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ კორცხელში სპორტსმენების მობილიზებას ადგილი არ ჰქონია. შოთა ხაბარელის თქმით, ინციდენტის დროს იქ არცერთი გამოჩენილი სპორტსმენი და საქართველოს ნაკრების წევრი არ იმყოფებოდა.
„არცერთი გამოჩენილი სპორტსმენი და საქართველოს ნაკრების არც ერთი წევრი მე იქ არ მინახავს. ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვეულებრივად იყვნენ ჩასული. იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იქ სპეციალურად მობილიზებული არ იყვნენ. რაც მოხდა, იყო პირდაპირი პროვოკაცია. თქვენ ნახეთ, როგორ გამოდიოდა ნიკა მელია. დაპირისპირება მისი მხრიდან დაიწყო, ეს ადამიანები წამოეგნენ პროვოკაციაზე და ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მომხდარი დასაგმობი ფაქტია და ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მომხარი იყო მიზანმიმართული პროვოკაცია “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან“, – განაცხადა ხაბარელმა.

კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები