რუსები შოთა არველაძეზე წერენ. ისინი აღნიშნავენ, რომ შოთიმ რუსული პრემიერლიგის კლუბის შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა.
”ვარიანტები მაქვს ჰოლანდიიდან და ჩინეთიდან, თუმცა უფრო მეტად რუსეთის პრემიერლიგის კლუბისკენ ვიხრები. ჯერ ვერ ვიტყვი ამ გუნდის ვინაობას, ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებ. მოხარული ვიქნები რუსეთში მუშაობით”, – უთხრა ქართველმა სპეციალისტმა რუს ჟურნალისტებს.
რუსებს უწერიათ, რომ შოთამ ფეხბურთელის კარიერა ”ლევანტეში” დაასრულა, შემდეგ ”ალკმაარში” ასისტენტად იმუშავა, რის შემდეგაც თურქეთში გადაბარგდა და ”ქაისერს”, ”ქასიმფაშას” და ”ტრაბზონს”” წვრთნიდა.