ქართველი პოეტების სახელები Vetements-ის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ახალი ჯინსის ქურთუკზე გამოჩნდა.
შოთა, ვაჟა, გალაკტიონი – ამ სახელებით „მოხატული“ ქურთუკი, უკვე შეგიძლიათ ონლაინ მაღაზიაში შეიძინოთ და მისი ფასი 2,035 ევროა.
„შოთა რუსთაველი ქართველი შუა საუკუნეების პოეტია. იგი ითვლება ქართული ოქროს ხანის გამოჩენილ პოეტად და ერთ-ერთი უდიდესი პოემის „ვეფხისტყაოსნის“ ავტორია.
ვაჟა-ფშაველა გამოჩენილი ქართველი პოეტი და მწერალი ლუკა რაზიკაშვილი, რომელმაც ქართული ლიტერატურის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
გალაკტიონ ტაბიძე მეოცე საუკუნის გამორჩეული, წამყვანი ქართველი პოეტი იყო, რომლის შემოქმედებაც მომდევნო თაობებზეც განსაკუთრებულ გავლენას ახდენდა,“ – წერს დემნა გვასალია Instagram-ზე.
View this post on Instagram
A post shared by Believe in something bigger.DG (@demnagvasaliadaily) on
