• მასპინძლებმა ბორჯღალოსნებს ულაპარაკოდ აჯობეს, თუმცა ჩვენების აქტივშია ორი ლელო და რაც მთავარია უდიდესი გამოცდილება.
• მატჩი დასრულდა: 43:16!
• ჩვენების შესანიშნავი შეტევა, ლელომდე რამდენიმე მეტრი რჩებოდა: მოლი დატრიალდა და შოტლანდია უსწრაფეს კონტრშეტევაზე წამოვიდა და ულამაზესი ლელო დადეს – 43:16! გარდასახვა არ გავიდა;
•საქართველომ რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვა: 15 ვთამაშობთ 14-ის წინააღმდეგ – 74-ე წუთია;
• მატჩის დასრულებამდე 10 წუთია დარჩენილი. თამაში შედარებით დამშვიდდა, ჩვენები მეტოქეს თანაბრად ეთამაშებიან;
•კვირიკაშვილმა გარდასახვა რთული პოზიციიდან ააცილა: სამწუხაროდ, ანგარიში არ შეცვლილა – 38:16.
• არის – ლელო დავდეთ! ისევ ლობჟანიძის ანგარიშზეა! 38:16!
• საქართველომ ძალიან კარგი შეტევა განახორციელა, ლელომდე ცოტა რჩებოდა, მასპინლებმა ჯარიმით გაგვაჩერეს, ჩვენებმა შერკინება მოითხოვეს;
• 42-ე წუთზე შოტლანდიამ კიდევ ერთი ლელო დადო: ლელოს ხაზიდან მასპინძლების შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა – 36:11. გარდასახვაც სქოთებმა ძალიან ოსტატურად, მოჭრილი დარტყმით გაიტანეს – 38:11!
• მეორე ტაიმი დაიწყო: ბურთი თამაშში მასპინძლებმა შეიტანეს;
• პირველი ტაიმი დასრულდა: 31:11!
შოტლანდიის უპირატესობა და კლასი აშკარაა.
• შოტლანდიამ კონტრშეტევაზე ლელო დაგვიდო: დასანანი სიტუაცია იყო, თუმცა მეტოქემ უმაღლესი დონე აჩვენა და ულამაზესი ეპიზოდი შექმნა – 29:11; გარდასახვაც ზუსტია – 31:11;
• ჩვენებმა შერკინებაში იყოჩაღეს და ჯარიმა მოვიპოვეთ: კვირიკაშვილმა მორიგი სამი ქულა მოგვიტანა – 24:11 – 33-ე წუთია;
• შოტლანდია კიდევ უფრო დაწინაურდა: ძალიან მოხერხებული ადგილიდან მასპინძლებმა ჯარიმა გაიტანეს და კიდევ სამი ქულა შემატეს აქტივს – 24:8;
• შოტლანდიის შეტევების შეჩერება ძალიან ჭირს: მასპინძლები მაღალ ტემპში და გაშლილად თამაშობენ: ქართველები შეძლებისდაგვარად იცავენ თავს: ტრიბუნებიდან ქართული შეძახილები ისმის;
• გარდასახვაც ზუსტია: 21:8;
• შოტლანდიამ კიდევ ერთი, მესამე ლელო დადო – 19:8 – მე-20 წუთია;
• მეკო კვირიკაშვილი ჯარიმას ურტყამს ხელსაყრელი მდგომარეობიდან, პირდაპირ ცენტრიდან: მეკომ გაიტანა – 14:8;
• 15 წთ: მასპინძლებმა დერეფანი მოიგეს და საჯარიმო ლელო დადეს. თან მიქაუტაძე გააძევეს (მოლის ჩაქცევისთვის) და საქართველო კაცნაკლული დარჩა – 14:5;
• შოტლანდიამ სამ წუთში ლელო აქეთაც დაგვიდო. ამ შემთხვევაშიც ვიდეორეფერი გახდა საჭირო. მასპინძლებმა რთული გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და დაწინაურდნენ: 7:5!
• მეკო კვირიკაშვილმა ურთულესი პოზიციიდან, კიდედან ვერ გარდასახა. ანგარიში 5:0-ია;
• ჩათვალეს! საქართველო 5:0-ს იგებს!
• ვიდეორეფერი გადაამოწმებს;
• 5 წთ: ვასილ ლობჟანიძემ ლელო დადო. სასწაული!
• ბურთი თამაშში მეკო კვირიკაშვილმა შეიყვანა. ტრიბუნებიდან ქართული შეძახილი ისმის: ლე-ლო, ლე-ლო;
• შესრულდა ორივე გუნდის ჰიმნი. მატჩი იწყება;
• გუნდები მოედანზე გამოვიდნენ. ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ჰიმნი სრულდება.
–
საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტების მესამე, დასკვნით მატჩს მართავს სტუმრად შოტლანდიასთან. შეხვედრა ქალაქ კილმარნოკშია. შოტლანდიელთა ახალ ზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა საუკეთესო რაზმის დაყენებით ქართველებისადმი პატივისცემა გამოავლინა.
ბორჯღალოსნების თავკაც მილტონ ჰეიგს, მისი აზრით კი ესაა შანსი, რომ ქართველებმა მსოფლიოს საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაანახონ.
სამოასთან მოგებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა. წინა მატჩში თავის ტრავმა მიიღო შუამარბმა გიორგი კოშაძემ და მის ნაცვლად სასტარტოში გიორგი აფციაური დააყენა.
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი აფციაური, 13. მერაბ შარიქაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა ბიწაძე.
16. ბადრი ალხაზაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ლაშა ლომიძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ბექა წიკლაური, 23. შალვა სუთიაშვილი
“ბორჯღალოსნებმა” შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ერთხელ, 2011 წლის მსოფლიო თასზე ითამაშეს და 6:15 დამარცხდნენ.