LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა

162
შოვის ტრაგედია

შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა. 2023 წელს, ონის მუნიციპალიტეტში დატრიალებულმა სტიქიურმა უბედურებამ 32 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ერთს ამ დრომდე ეძებენ.

გასული წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდნენ კოტეჯში მყოფი ადამიანები.

ადგილზე სამაშველო სამსახური სტიქიის ეპიცენტრში მყოფმა მოქალაქეებმა გამოიძახეს.

29 აგვისტოს სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამუშაოების შესრულების დროს დაიღუპა სამხედრო პირი.

კურორტ შოვში, 3 აგვისტოს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალი დაიდგმება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g