შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 12 ადამიანი.
მაშველები კვლავ აგრძელებენ სტიქიის შედეგად დაკარგული ადამიანების ძებნას.