უზარმაზარი ნაგავსაყრელის ჩამონგრევას შრი-ლანკაში მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 19 ადამიანი, მათ შორის 5 მცირეწლოვანი ბავშვია.
ნაგავსაყრელი ქალაქის ღარიბ უბანში იყო განთავსებული.
ნაგავსაყრელი, რომლის სიმაღლე 90 მეტრს აღემატებოდა, წვიმების გამო ჩამოინგრა და ღარიბების საცხოვრებელ სახლებს დაეცა. უბნის მოსახლეობა ყოველდღიურად აფრთხილებდა ქალაქის ხელისუფლებას, რომ ეს ნაგავსაყრელი გაეტანათ. მასზე ყოველდღიურად 80 ტონამდე ნარჩენები, მათ შორის საყოფაცხოვრებო ტექნიკა ემატებოდა.