LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შრი-ლანკაზე აფეთქებების შედეგად სულ ცოტა 8 ქვეყნის მოქალაქეები დაიღუპნენ

275
pjimage-4

21 აპრილს შრი-ლანკაზე სხვადასხვა ეკლესიასა და სასტუმროში 8 აფეთქება მოხდა, რასაც ბოლო ინფორმაციით 207 ადამიანი ემსხვერპლა, 450 კი დაშავდა. დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც. CNN-ის ცნობით, აფეთქებების სერიას სულ ცოტა 8 ქვეყნის მოქალაქეები ემსხვერპლნენ, მათ შორის: 5 ბრიტანელი, 3 ინდოელი, 3 დანიელი, 2 ჩინელი, 2 თურქი, 1 ჰოლანდიელი და ერთიც პორტუგალიელი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ მსხვერპლს შორის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებიც არიან.

შრი-ლანკას მთავრობამ დღეს მომხდარი აფეთქებების შემდეგ სოციალურ მედიაზე წვდომა დაბლოკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები