„არათუ გამოყენებული, არამედ არასდროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. კამიტი არ შეუძენია“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ განაცხადა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადების საპასუხოდ გელაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ სპეციალურ საშუალებებს იყენებს, რაც სხვა ქვეყნებშიც გამოიყენება.
საია: „წყლის ჭავლში შერეული ნივთიერების შედეგად დაზიანებული ადამიანების სახელით სამართალწარმოებას ვიწყებთ“
ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა განაცხადა.
„მთავარი იარაღი არის სიმართლე. არაერთხელ განვაცხადე სრული პასუხისმგებლობით, რომ არათუ გამოყენებული, არამედ არასდროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. კამიტი არ შეუძენია. გაქრა, ეს ცილისწამება ვერ შედგა და ალბათ, ახლა სხვადასხვა ტერმინის გამოყენებას ცდილობენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო, გააჟღერა რაც იყო გამოყენებული. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება იმის მსგავსი ნივთიერებების გამოყენება, ჩვენ რაც გაგვაჩნია. გამოყენებული თუ აქვს როდესმე შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთიერება, ეს ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის“, – განაცხადა გელაძემ, რომლის კომენტარს „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ცნობისთვის, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით, საია სამართალწარმოებას იწყებს და საქართველოს პროკურატურას შესაბამისი კომუნიკაციით მიმართავს.
