LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შს მინისტრს არ გამოუვა, თვალის ჩაკვრით და გაღიმებით არ გასცეს მნიშვნელოვან კითხვას პასუხი – სერგი კაპანაძე

kapanadze_saralidze

„შს მინისტრს არ გამოუვა, თავი აარიდოს პასუხებს და ერთგან თვალის ჩაკვრით და მეორეგან გაღიმებით არ გასცეს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას პასუხი,“ – ამის შესახებ ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

კაპანაძის თქმით, შს მინისტრთან ერთ-ერთი მთავარი კითხვები ხვალ, პარლამენტში, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დაისმება.

„ზაზასთან ერთად ვისაუბრეთ ამ საქმეზე. ხვალ შს მინისტრი მოდის პარლამენტში. მას არ გაუცია პასუხები იმ კითხვებზე, რაც საგამოძიებო კომისიამ დაუსვა. ზაზა იზიარებს პოზიციას და აინტერესებს ამ კითხვებხე პასუხის გაცემა. ხელისუფლება ცდილობს უპასუხოდ დატოვებით საზოგადოებრივი ყურადღება მოადუნოს. შს მინისტრს არ გამოუვა, თავი აარიდოს პასუხებს და ერთგან თვალის ჩაკვრით და მეორეგან გაღიმებით არ გასცეს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს პასუხები,“ – განაცხადა კაპანაძემ.

magti 5g