LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შშმ არასრულწლოვნის ცემის საქმეზე დაკავებული პოლიციელები უარყოფენ, რომ ვიდეოკადრებში ისინი არიან: პროკურორი

151
BeFunky-collage (2)

მეტროში არასრულწლოვნის, შშმ პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული პატრულ-ინსპექტორები უარყოფენ რომ ვიდეოკადრებში ისინი ფიგურირებენ, – ამის შესახებ საქმის პროკურორი, ალექსანდრე ჩხეიძე აცხადებს.

ჩხეიძის თქმითვე, ჩვენება მიცემული აქვს ბრალდებული პოლიციელების ხელმძღვანელს, რომელმაც მისი თანამშრომლები ვიდეოჩანაწერში ამოიცნო.

პროკურორის განმარტებით, აღნიშნულ ვიდეოჩანაწერზე ექსპერტიზა ჩატარდება.

“დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე შუამდგომლობს, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნას პატიმრობა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მათი მხრიდან არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების რეალური საფრთხეები. მოწმის სახით გამოკითხულია არაერთი პირი, თავად დაზარალებული და ასევე, მოპოვებული გვაქვს აუდიო-ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად არის ასახული ბრალდებულების მხრიდან ჩადენილი დანაშაული.

პროკურორის განცხადებით გამოძიება ამ ეტაპზე სამხრე კამერებთან დაკავშირებით ელოდება შესაბამის პასუხს, ახორციელებდნენ თუ არა, ეს პატრულ ინსპექტორები გადაღებას.

ჩვენება ორივე ბრალდებულს აქვს მიცემული, დადასტურებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წერილითაც და თავად ბრალდებულებიც ადასტურებენ, რომ 23 იანვარს, ისინი ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას მეტროსადგურ “ისნის” შენობაში, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ორივე აღნიშნულ ბრალს უარყოფს. ჩვენ ვმოროგეობდით, ჩვენ ვასრულებდით სამსახურეობრივ მოვალეობას, უბრალოდ, ჩვენ არ ვართ კადრებშიო, ასე ამბობენ. ბრალდებულებისთვის კადრები წარდგენილი გვაქვს და უარყოფენ, რომ ისინი არიან. თუმცა, მათი უშუალო ხელმძღვანელი და თანამშრომელია გამოკითხული, რომელმაც ვიდეოჩანაწერებში ორივე პირი ამოიცნო. მეტროსადგურის ყველა აუდიო-ვიდეოჩანაწერი ამოღებულია, თუმცა, სადაც ძალადობა მოხდა, ვიდეოკამერები არ ყოფილა, თუმცა, სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები ფიქსირდება”, -განაცხადა ჩხეიძემ.

magti 5g