LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შშმ პირები სასიცოცხლოდ დამოკიდებულები არიან იმ შესაძლებლობებზე, რასაც მხოლოდ ევროკავშირი გვაძლევს“ – ირინა სარიშვილი შშმ პირების მშობლების საპროტესტო მარშიდან

179
ირინა სარიშვილი

დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლებმა თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

საპროტესტო მარშში მონაწილე შშმ პირების მშობლების განცხადებით, დღეს, ქვეყანაში არსებული კრიზისი თუ ვერ დაიძლია, ყველაზე დიდ პრობლემებს სწორედ შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მოუტანს, რადგან ყველა სიკეთე, რომელსაც საქართველოში მცხოვრები შშმ პირები იღებენ, სწორედ ევროკავშირის და დასავლეთის მხარდაჭერით ხორციელდება.

„ჩვენ, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულად დაზარალებული ხალხი ვართ ამ მთავრობის პოლიტიკით, იმიტომ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სპეციალური საჭიროების მქონე პირები სასიცოცხლოდ დამოკიდებულები არიან იმ შესაძლებლობებზე, რასაც ჩვენ გვაძლევს მხოლოდ ევროკავშირი.

ის მწირი საშუალებებიც კი, რომლებიც დღეს გვაქვს, იმ საერთაშორისო ფონდების წყალობით გვაქვს, რომელთაც ასევე შეეზღუდებათ საქართველოში მოქმედება“, – თქვა შშმ პირების მშობლების საპროტესტო მარშზე მყოფმა ირინა სარიშვილმა.

ირინა სარიშვილი შშმ პირების მშობლების საპროტესტო მარშიდან

"შშმ პირები სასიცოცხლოდ არიან დამოკიდებულები იმ შესაძლებლობებზე, რასაც მხოლოდ EU გვაძლევს" | ირინა სარიშვილი შშმ პირების მშობლების საპროტესტო მარშიდან

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ოთხშაბათი, 18 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g