LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: „ბრალდებულმა (ლუკა კურტანიძემ) დაარღვია დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება, კომუნიკაცია დაამყარა ყოფილ მეუღლესთან და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“

803
ლუკა კურტანიშე, ხათუნა მიქაცაძე

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს მიერ, მის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება – კომუნიკაცია დაამყარა ყოფილ მეუღლესთან და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ვეტერანი მოჭიდავის, ელდარ [ლუკა] კურტანიძის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ეს არ არის არც პირველი და არც მეათე შემთხვევა… ხელი, მუხლები მაქვს დაზიანებული… ეს ადამიანი იმუქრება, რომ მე ვარ სახელმწიფო…“ – რას ამბობს დაკავებული ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლი, ხათუნა მიქაცაძე, რომელიც ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს

უწყების ცნობით, ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით, სსკ-ის 126-ე პრიმა და 381 -ე პრიმა მუხლებით.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს მიერ, მის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება – კომუნიკაცია დაამყარა ყოფილ მეუღლესთან და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ე.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 381-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, კურტანიძეს ყოფილი მეუღლე, ხათუნა მიქაცაძე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g