LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში მოქალაქე ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა, მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული – ამოღებულია დანა

137
დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს – დაკავებულია ერთი პირი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა.

თბილისში მამაკაცი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში, გ. ცაბაძის ქუჩაზე 1993 წელს დაბადებული მ.შ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

პოლიციამ ბრალდებული მ.ა. ცხელ კვალზე დააკავა.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები