რამდენიმე წუთის წინ პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ შსს, თავდაცვის მინისტრებისა და უშიშროების საბჭოს მდივნის კანდიდატურები წარადგინა.
როგორც ცნობილი გახდა, გახარიას ვახტანგ გომელაური შეცვლის, რომელიც აქამდე სუსის უფროსის პოზიციას იკავებდა, თავდაცვის მინისტრი კი ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.
ივანიშვილმა კულტურული წასვლისთვის ბახტაძეს მადლობა გადაუხადა
გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე ივანიშვილმა წარადგინა
რაც შეეხება ლევან იზორიას, ის თავდაცვის მინისტრობიდან უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე გადაინაცვლებს.
ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსი იყო
ირაკლი ღარიბაშვილი ერთ ძალოვან უწყებას (შსს) უკვე ხელმძღვანელობდა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის სხდომის რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.