LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: „დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გიორგი რამიშვილის სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა“

241
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, რამიშვილს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება არ ჰქონდა:

ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბიზნესმენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ.სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დააკავეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბიზნესმენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g