LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს ლექსო ლაშქარავას გადაადგილების კადრებს ასაჯაროებს, რომელიც უწყების ცნობით, გარდაცვალების წინა დღესაა ჩაწერილი

562
BeFunky-collage (1)

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების კადრებს ასაჯაროებს, რომელიც, უწყების ცნობით, გარდაცვალების წინა დღესაა გადაღებული.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, კადრებში ჩანს, რომ ლექსო ლაშქარავა მეგობართან ერთად სხვადასხვა ლოკაციაზე მოპედით გადაადგილდება.

უწყება თავს იკავებს წინასწარი ვერსიების გახმაურებისგან და ყველას მოუწოდებს დაელოდონ გამოძიებას.

მათი თქმით, დაინიშნა სასამართლო ექსპერტიზა. უწყება სხთოვს ოჯახს ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს გარადცვლილის კუთვნილი მობილური ტელეფონი.

არ იქნება სწორი, როდესაც გამოძიებამ წინასწარ ზედოზირებაზე ისაუბროს, თუმცა ეს ვერსია განიხილება,ექსპერტიზაში ჩართულია ოჯახი და დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც ზედმიწევნით შეისწავლის გარდაცვალების მიზეზებს, – განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე.

იხილეთ შსს მიერ გავრცელებული კადრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g