LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი რუსეთის მოქალაქე დააკავა

70
FORTUNA.GE-

დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოების თანამშრომლებმა,  ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ბათუმში, დროებით საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ძებნილი პირი საქართველოში 2020 წლის იანვრიდან იმყოფება.

რუსეთის ფედერაციამ მასზე ძებნა ეროვნულ დონეზე 2020 წლის 19 აგვისტოდან გამოაცხადა, ხოლო 2020 წლის 9 ნოემბრიდან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ მასზე საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდა.

აღნიშნული პიროვნება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით განსაზღვრული დანაშაულებისთვის იძებნებოდა, რაც დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნას და მართვას, ადამიანის გატაცებას, მუქარით გამოძალვას, ძალის გამოყენებით ან ძალის გამოყენების მუქარით პროსტიტუციის ორგანიზებას, პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვას, ასევე ორგანიზებული დაჯგუფების მიერ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას და საშუალო სიმძიმის სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

დაკავებული პირი პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g