LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ ნახევარი კილო ჰეროინი ამოიღო – დაკავებულია 1 ადამიანი

mefedroni

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლში ნახევარი კილო ჰეროინი ამოიღო. სამართალდამცავებმა ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბანში იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ის ტაქსით გადაადგილდებოდა. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას, სავარაუდოდ, ნახევარი კილო ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღო, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

„გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“ – წერია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g