სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით ერ პირი დააკავეს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი.
„სამართალდამცველებმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გ.მ. – ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სპეციალურად მოწყობილი ე.წ „გროუბოქსები“ – დან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი „მცენარე კანაფის“ 33 ძირი.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობით, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.