სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით, რუსთავში ერთი პირი დააკავეს. ის უკვე იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 9 თვის ორსულ მეუღლეს. დაკავებულმა მსგავსი ქმედება გასულ წელსაც ჩაიდინა, რის გამოც პოლიციამ მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერა. გამოძიება ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.