შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატრულ-ინსპექტორი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულ ქ.ჩ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს – პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორი ქ.ჩ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – აცხადებენ შსს-ში.
