LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი დაბლოკა

hidden-camera-part

შსს-მ სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი დაბლოკა.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სსკ-ს 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეაგირება მოახდინა სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით. სამართალდამცველების მიერ მოხდა ამავე ქსელის ადმინისტრაციის ჯგუფთან კომუნიკაცია. შედეგად, გავრცელებული ვიდეოკადრები სოციალური ქსელიდან წაიშალა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სსკ-ს 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება,”- აცხადებენ შსს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g