ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ინიციატივა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს ეკუთვნის.
შეხვედრას სახალხო დამცველის აპარატის, იუსტიციის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შსს-ს ცნობით, უწყებამ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით არსებული ვითარების, ასევე, იმ პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების შესახებ, რომლებიც ქუჩაში მოზარდების ცხოვრებისა და მუშაობის წინააღმდეგ ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელებას აფერხებს.