LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ შპს „ალბატროსის“ შენობაში ჩხრეკა ჩაატარა

108

შპს „ალბატროსის“ შენობის სხვენში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, 30 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიმართა ახალი ამბების ერთ-ერთი სააგენტოს ჟურნალისტმა. „მისი განცხადებით, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ცნობილი გახდა, რომ შპს “ალბატროსის” შენობის სხვენში ნარკოტიკული საშუალება ინახება. გლდანის პოლიციის თანამშრომლების მიერ ჟურნალისტის მომართვიდან, რამდენიმე საათში გადაუდებელი აუცილებლობით დასახელებულ კომპანიაში დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადეს შსს-ში.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g