საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სუიციდის მცდელობა აღკვეთა, ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, 9-სართულიანი კორპუსის სახურავიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოხტომით იმუქრებოდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, მამაკაცი შსს-ს მაშველებისა და პოლიციის თანამშრომლების მიერ უსაფრთხოდ არის ჩამოყვანილი.