LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

90
FORTUNA.GE-

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის ნაცნობს, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოიღეს, ბრალდებული კი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები