LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს მარნეული-ბოლნისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რასაც 2 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინფორმაციას ავრცელებს

274
ავტოსაგზაო შემთხვევა ბოლნისში

შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

შს-ს განცხადებით, დაკავებულია მძღოლი, რომელიც თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ნახიდურში ავარიის შედეგად არასრულწლოვნების გარდაცვალებას დაპირისპირება მოჰყვა: „სოფელი გამოხატავს უკმაყოფილებას მომხდარის გამო და ძალიან მძიმე ფორმებში… უმძიმესი ტკივილია“

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, საავტომობილო გზაზე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად, ქვეითად მოძრავი ორი მოზარდი, აქედან ერთ-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სლაიდზე ფოტო: რადიო „მარნეული“

არსებული ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის გზაზე 2 არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g