LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს მართვის მოწმობების გამოცვლის ვადის გადაწევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

66

შსს მართვის მოწმობების გამოცვლის ვადის 2018 წლის 1-ელ აპრილამდე გადაწევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

 

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1-ელ აპრილამდე არ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად და მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის. მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1-ლი აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას,“ – ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს განმარტავენ, რომ აღნიშნული ცვლილება არ ეხება თანამედროვე პლასტიკური ბარათების ტიპის მართვის მოწმობებს.

შსს-ს ინფორმაციით, ამჟამად გაცემულია 90 000-ზე მეტი განახლებული მართვის მოწმობა, თუმცა მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის თანახმად, 2018 წლისთვის შესაცვლელი მართვის მოწმობა კიდევ 94 000-ზე მეტია. ახალი ცვლილების მიხედვით, მოქალაქეებს დამატებით მიეცათ სამთვიანი ვადა იმისთვის, რომ შეცვალონ 2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობა.

მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში მართვის მოწმობების შეცვლა კიდევ სამი თვის განმავლობაში, 1 აპრილამდე შეეძლებათ. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში“ 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

როგორც შსს-სში განმარტავენ, გადაწყვეტილება მიღებულია მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთა სიმრავლის გამო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g