LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს მინისტრის მოადგილე: „150-ზე მეტი პოლიციელი არის დაშავებული და მათ უმრავლესობას აღენიშნება როგორც ნახეთქი ჭრილობები, ასევე დამწვრობები, რომელიც მიყენებულია, სავარაუდოდ, პიროტექნიკისგან – ძალიან სწორი რეგულაციაა, რასაც პარლამენტი ადგენს“

128
ალექსანდრე დარახველიძე

„ბოლო დღეების და მიმდინარე წლის ანალიზმა აჩვენა, რომ პიროტექნიკა, რომელიც აქტიურად გამოიყენება მოძალადე ჯგუფების მხრიდან, ძალიან დამაზიანებელია, როგორც ადამიანების მიმართ, ისე ინფრასტრუქტურის მიმართ“ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

შსს მინისტრის მოადგილის განმარტებით, „დაშავებულია150-ზე მეტი პოლიციელი და მათ უმრავლესობას აღენიშნება როგორც ნახეთქი ჭრილობები, ასევე დამწვრობები, რომელიც მიყენებულია, სავარაუდოდ, პიროტექნიკისგან“

მისი თქმით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა პარლამენტის შენობასაც.

„ქართული ოცნება“ საპროტესტო აქციების დროს ნიღბების ტარების აკრძალვის გარდა, პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედებასაც გეგმავს

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარე მოვლენებმა აჩვენა, რომ მნიშვნელოვანია, ეს სფერო მოწესრიგებული იყოს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული რეგულაციების შემოღებას შეკრება-მანიფესტაციის დროს. მოგეხსენებათ, შეკრება-მანიფესტაცია უნდა იყოს მშვიდობიანი ხასიათის და თუკი ის ძალადობრივ კატეგორიაში გადავა, ამ შემთხვევაში პოლიცია მოქმედებს კანონის შესაბამისად. ბოლო დღეების და მიმდინარე წლის ანალიზმა აჩვენა, რომ პიროტექნიკა, რომელიც აქტიურად გამოიყენება მოძალადე ჯგუფების მხრიდან, ძალიან დამაზიანებელია, როგორც ადამიანების მიმართ, ისე ინფრასტრუქტურის მიმართ.

განსაკუთრებით პოლიციელების შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ 150-ზე მეტი პოლიციელი არის დაშავებული და მათ უმრავლესობას აღენიშნება როგორც ნახეთქი ჭრილობები, ასევე დამწვრობები, რომელიც მიყენებულია, სავარაუდოდ, პიროტექნიკისგან. გარდა ამისა, თქვენ ნახეთ, რომ პარლამენტის შენობას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ფაქტობრივად, წინა ფასადი და ჭიჭინაძის მხარეზე არსებული სამუშაო კაბინეტები განადგურებულია. ეს ყველაფერი სწორედ ამის შედეგი არის. სწორედ ამიტომ ძალიან სწორი რეგულაციაა, რასაც საქართველოს პარლამენტი ადგენს,“ – განაცხადა დარახველიძემ.

ირაკლი კობახიძე: მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა, კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g