LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მისცენ შესაძლებლობა, შეუფერხებლად დატოვონ შენობა – დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი

121
47

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალები მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას იცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, იქიდან გამომდინარე, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პლენარული სხდომა სრულდება, შენობაში მყოფ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მისცენ შესაძლებლობა, რომ შეუფერხებლად დატოვონ შენობა და პროტესტის გამოხატვა მშვიდ ვითარებაში განაგრძონ.

„პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება“, – შსს-ს აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები