LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს – პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით 4 პირია დაკავებული

113
აქცია რუსთაველზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეების ნაწილმა ჭიჭინაძის ქუჩის გავლით პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ გადაინაცვლა

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, ელენე ხოშტარია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

შსს ინფორმაციით, დაკავებული პირებიდან 2 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ერთი პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 173-ე მუხლით, ხოლო კიდევ ერთი პირი დაკავებულია 173-ე და 174-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და გზის გადაკეტვას გულისხმობს.

შეგახსენებთ, პარლამენტთან მოქალაქეები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g