შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დღევანდელ აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი თავისუფალია. როგორც რადიო „ფორტუნას“ უწყებაში განუცხადეს, ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.
შსს: „რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 6 პირია დაკავებული“
როგორც რადიო „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, აქციის ექვსივე მონაწილე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტის წინ სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის 6 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.