საკანონმდებლო ორგანოსთან, 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე 2 ახალგაზრდა ქალი დააკავეს.
როგორც „ფორტუნას“შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით.
არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს
დამატებით დეტალებს „ფორტუნა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეები, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას აპროტესტებენ.