LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად აღდგა

135
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (2)

რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად აღდგა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 132-163-ე მონაკვეთი ამ დროისთვის გაწმენდილია და რიკოთის უღელტეხილის ტერიტორია მსუბუქმა ავტომობილებმა, მგზავრებთან ერთად, უსაფრთხოდ დატოვეს.

„რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 132-163-ე კილომეტრზე მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები ხორციელდებოდა.

შეფერხებული მოძრაობის დროულად განტვირთვისა და მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები, მძიმე ტექნიკის დახმარებით, თოვლისგან გზის ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.

სამუშაო პროცესს ადგილზე, ამ დრომდე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე ხელმძღვანელობენ.

ამჟამად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთი გაწმენდილია, რიკოთის უღელტეხილის ტერიტორია მსუბუქმა ავტომობილებმა, მგზავრებთან ერთად, უსაფრთხოდ დატოვეს.

ამ დროისთვის მოძრაობა ეტაპობრივად აღდგა,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g