შსს 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას ადასტურებს. უწყებაში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზებს, როგორც შსს-ში განაცხადეს, დანიშნულია ექსპერტიზა.
არსებული ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად, 19 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ნარკოტიკული ნივთიერება თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში მიიღო. შემთხვევა გუშინ მოხდა.
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა უკვე გადაასვენეს ქუთაისში.