შსს-ს ინფორმაციით, მეტრო „რუსთაველთან“ პოლიციამ ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
უწყების ცნობით, ორივე პირი დაკავებულია 173-ე და 174 პრიმა მუხლებით, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, რატი ტყემალაძისა და ოთარ კვარაცხელიას დაკავების მიზეზი სავარაუდოდ, ე.წ. ბალაკლავასა და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით ნიღბის ტარებაა.
ცნობისთვის, მანამდე სოციალურ ქსელში აქციის მონაწილეებმა გაავრცელეს კადრები, სადაც ჩანს, რომ უცნობმა პირებმა რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.