LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შსს-ს სტატისტიკაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ მოძრაობა “სირცხვილიას” 80% ხულიგანია” – მარიამ გეგუჩაძეზე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით საქმე აღიძრა

364
275641186_918051762133348_9057639285583304598_n

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიამ გეგუჩაძის წინააღმდეგ, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით, საქმე აღძრა.

ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა “სირცხვილია” სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“კანცელარიასთან “სირცხვილიას” აქტივისტების დაკავებიდან 2 დღის შემდეგ, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით საქმე აღიძრა ჩვენს კიდევ ერთ აქტივისტზე, მარიამ გეგუჩაძეზე.

შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაზე დაყრდნობით, მოძრაობის 80% ხულიგანია და რეგულარულად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს,”- აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g