შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას მოსავლის უსაფრთხოდ აღებაში ეხმარებიან. კერძოდ ზემო სობისში, ბერშუეთში, კნოლევში, ატოცში, ორჭოსანში, დვანში და სხვა მიმდებარე სოფლებში.
შსს-ს ინფორმაციით, ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთების დამუშავება და მოსავლის აღება პოლიციის დაცვის ქვეშ მიმდინარეობს.